კულტურა
"ტელესპექტაკლებით" ისტორია იწერებოდა"
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელეპროექტ "ტელესპექტაკლების" დახურვას ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე ეხმაურება.

"გულწრფელ აღშფოთებას ვერ ვმალავ, რადგან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის ტელევიზია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობისა და თეატრის მხარდაჭერის კუთხით დიდ საქმეს აკეთებდა. "ტელესპექტაკლებით" ქართული რეგიონალური თეატრებისათვისა და მაყურებლის ფართო სპექტრისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იგრძნობოდა. მაყურებელმა უნდა იცოდეს თუ რა ხდება სამეგრელოს თეატრში, გურიაში, კახეთში და ა.შ. ამ უზარმაზარ ნიშას ღირსეულად ავსებდა აჭარის ტელევიზია. გარდა ამისა, "ტელესპექტაკლებით" ისტორია იწერებოდა. სწორედ ამიტომ პროექტის შეჩერება წარმოუდგენელია. გადაცემით ცოცხლობდა თეატრები და მაყურებელი, რომელსაც სპექტაკლებზე მისვლის საშუალება არ ჰქონდა,"-განაცხადა ჩიგოგიძემ.

დასავლეთ საქართველოს თეატრალური სპექტრის წარმომადგენლები ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეიკრიბნენ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ "ტელესპექტაკლების" გაუქმება გააპროტესტეს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება.
18:03 / 14.01.2018
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება.
11:46 / 09.01.2018
"მაყურებლის აქტივობა ყოველ წელს იზრდება,"-
7 იანვარს ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა
16:51 / 05.01.2018
7 იანვარს ქუთაისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა
ახალი ამბები
ვალუტა
EUR
EUR
3.1058
TRY
TRY
0.6657
USD
USD
2.5451
«« იანვარი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი -3 - 2 °C
img
ქუთაისი 4 - 8 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img