კულტურა
ბორდოში უნიკალური ქართული კალიგრამებისა და ღვინის გამოფენა მოეწყო
29 იანვარს, საფრანგეთში, ბორდოს "ევროპის სახლში", ქართული საღამო გაიმართა.  საღამოს მიზანი უცხოელი სტუმრებისათვის ქვეყნის კულტურის,ტრადიციების,ტურისტული, ეკონომიკური პოტენციალისა და სამზარეულოს გაცნობა იყო. გამოფენას  პარტნიორი ორგანიზაციების წევრები, მაღალი რანგის პირები, სტუდენტები და მოხალისეები დაესწრნენ.

აქცენტი გაკეთდა საქართველოს,როგორც უნიკალური დამწერლობის მქონე ქვეყნისა და მეღვინეობის აკვანის შესახებ.

"ძალიან მოხარულები ვართ,რომ წელს ბორდოს ევროპის სახლი ქართველ მოხალისეებსაც მასპინძლობს.საქართველომ ჩემი სახით მომავალი ტურისტი შეიძინა, "- განაცხადა ბორდოს ევროპის სახლის დირექტორმა გვენაელ ლამაღკმა.

საღამოზე ქართველი კალიგრამისტის, ალექსანდრე აქუარიუსის(მამუკაშვილის) უნიკალური კალიგრამები გამოიფინა, რომლებიც ქართული ანბანითაა შექმნილი. ალექსანდრეს ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება. მფლობელებს შორისაა რომის პაპი ფრანცისკე.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ  ქართული ღვინო და სამზარეულო დაეგემოვნებინათ.

"მიხარია,რომ ღვინის სამშობლოს შესახებ ვრცელი ინფორმაცია მივიღე და ულამაზეს საქართველოს უკეთ გავეცანი.ქართული დამწერლობა ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია,"- აღნიშნა მიშელ მარიონმა.

ქართული საღამო, ბორდოს ევროპის სახლის მოხალისეობრივი სერვისის პროგრამის, "ევროპის ახალგაზრდა ელჩების" ფარგლებში ქართველი მოხალისეების,  მაგდა ფურცხვანიძის, შაკო ჩხეიძისა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით განხორციელდა.















ფოტოების ავტორი: კოსმინ გრაური
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
11:56 / 12.03.2019
"სიყვარული, სექსი და როკ"ნ"როლის ეტლი" - ასე ჰქვია გერმანელი კინორეჟისორის, სუზანა ვუსტნეკის ფილმს,
19:37 / 10.03.2019
"შენთან არის გული ჩვენი" - ქუთაისს ერთი დღით ის მომღერლები დაუბრუნდებიან, რომლებსაც ქალაქის დატოვება მოუხდათ. 
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 2 - 9 °C
img
ბათუმი 5 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019
"სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ნიჭიერ ბავშვებს პერსპექტივა არ ექნება"
გადაცემაში "მთელი დღე" მაია სურმავასთან ერთად, საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში გაგა ყუფარაძე.
17:01 / 21.02.2019