30-31 მარტს მესხიშვილის თეატრში

მაყურებელი პრემიერას “თეთრი ბაირაღები” იხილავს. სპექტაკლი ორ მოქმედებად რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა დადგა.

“წლების განმავლობაში სპექტაკლი იდგმებოდა როგორც “საბრალდებო დასკვნა”, ახლა “თეთრი ბაირაღები” დავარქვით. ჩვენი ცხოვრება მშვიდობის, სიკეთისა და სათნოების მატარებელი უნდა იყოს და ამის ნიშნად უნდა გადმოიფინოს ერთი დიდი თეთრი ბაირაღი,”-განაცხადა რეჟისორმა თორნიკე მარჯანიშვილმა.

მთავარ როლს სპექტაკლში მსახიობი იოანე(თორნიკე) იმედაძე ასრულებს.

სპექტაკლის მხატვარი მამუკა ტყეშელაშვილია, ხოლო კომპოზიტორი ზაზა კილასონია.

30-31 მარტს სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *