ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია არქიტექტორებს შეხვდა,

რომელთაც უკვე წლებია შექმნილი აქვთ რიონისპირა სახლების მშენებლობა-რესტავრაციის პროექტი თუმცა, ამ დრომდე მისით არავინ დაინტერესებულა.

ქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელია ქუთაისში ისტორიულ უბანს და შენობა-ნაგებობს სათანადო ყურადღება მიექცეს, აღდგეს და განახლდეს იმისთვის, რომ ქალაქმა ისტორიული იერსახე შეინარჩუნოს.ამასთანავე ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს. აღნიშნულ თემაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან. 

,,ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში  მუნიციპალური განვითარების ფონდში იგეგმება, რომლის დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *