ქუთაისის პანტომიმის თეატრი

ისევ ოპერის თეატრის შენობაში დაბრუნდა. თეატრს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასულ წელს შენობა გადასცა, თუმცა როგორც დასში აცხადებენ შენობის გასარემონტებლად თანხები მოიძიეს. 

შენობა იყო ჩვენი არჩეული. იდეალური იყო თეატრისათვის. ძალიან დანგრეულია და სჭირდება თანხა, რომ გაკეთდეს. დაწესდა თანხა, 60 ათასი ლარი, რომელიც 2 წლის მანძილზე უნდა მოგვეძებნა და უნდა მოგვეხმარა ამ შენობისთვის, რომელიც დარჩებოდა ჩვენს საკუთრებაში იჯარით. ჩვენ ვართ თეატრი, რომელსა ბიუჯეტი საერთოდ არ გააჩნია და ამ შენობის რეაბილიტაციას ვერ მოვახერხებდით. სხვადასხვა რაიონების თეატრები დაგვპირდნენ სკამებს, განათებას, რაც მათ არ სჭირდებოდათ, მაგრამ რადგან არ ვართ სახელმწიფო თეატრი კონტრაქტი არ გვაძლევდა ამ საჩუქრებით სარგებლობის უფლება. კონტრაქტის პირობების მიხედვით ვერ შევძლებდით ამ შენობის აღდგენას და მწყობრში მოყვანას”,- განაცხადა ქუთაისის “პანტომიმის თეატრის” მსახიობმა ბელა მაჭავარიანმა.

ლერმონტოვის #5 ნომერში, სადაც პანტომიმის თეატრი უნდა გადასულიყო კიდევ ერთის, მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მოწყობა იგეგმებოდა. როგორც პანტომიმის თეატრში აცხადებენ, იმისთვის, რომ კონტრაქტი არ დარღვეულიყო შენობა მათ გადასცეს, თავად კი რეპეტიციებს ისევ ოპერის თეატრში აგრძელებენ.

“ოპერის თეატრმა უსასყიდლოდ შეგვიფარა. გვაქვს დარბაზი და რეპეტიციები ყოველდღიურ რეჟიმშია. ჩვენ ის შეგვიძლია გავუკეთოთ თეატრს, რომ დაკავებული ვართ მათ სპექტაკლებში თუ ვჭირდებით და არის პექტაკლები, რომლებშიც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ”,- ამბობს ბელა მაჭავარიანი.

ქუთაისის პანტომიმის თეატრი”დუემი” ახლა სახელმწიფო თეატრის სტატუსის მისაღებად ემზადება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *