ქუთაისის პანტომიმის თეატრი “დუემი”

სახელს შეიცვლის. როგორც მსახიობი ბელა მაჭავარიანი ამბობს, თეატრი სახელმწიფო სტატუსის მიღებას ცდილობს.

“სახელმწიფო სტატუსის მიღება ძალიან რთულია, არის ფინანსებთანაც დაკავშირებული. ჩვენთვის ეს სტატუსი მნიშვნელოვანია, რომ არ შევწყვიტოთ ფუნქციონირება და გავაგრძელოთ მუშაობა.მნიშვნელოვანია, ეს ჟანრი, რაც შევქმენით დაფუძნდეს და ჰქონდეს ამ ქალაქს. როცა სტატუსი გაქვს უფრო მარტივია შენობისა და საჩუქრის მიღება.”- ამბობს ბელა მაჭავარიანი.

დასი 10 წლიანი ისტორიით, ხელახლა ა(ა)იპ-ად დარეგისტრირდება სახელწოდება კი სავარაუდოდ, “ქუთაისის პანტომიმის პროფესიული თეატრი იქნება”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *