აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის პირველ საჯარო

სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდება, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნება. კონკურსი 11 აპრილს, 16:00 სთ -ზე (ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით” ჩატარდება.საქალაქო კონკურსში მონაწილეობას ქუთაისის IX-XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ. მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან საკონკურსო დავალებებს , რაც ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერას (პროზა – 2 აბზაცი) და მოცემული ტექსტის ასლის გაკეთებას გულისხმობს (პოეზია – 1-2 სტორფი).

კონკურსის შედეგად I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან ( მასწავლებლები და მოსწავლეები ცალ-ცალკე), რომელთაც სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ. გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მოხდება, რომელიც ა(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ” ორგანიზებით ჩატარდება. ამავე ღონისძიებაზე, კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომები გამოიფინება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *