კულტურა
ნატალია ნუცუბიძე, ქუთაისელი გოგონა, რომელმაც ფრანგი მუსიკის მოყვარულების გულები დაიპყრო.

ინტერვიუ.
ქუთაისელი ნატალია ნუცუბიძე, რამდენიმე წელია საფრანგეთში ცხოვრობს შვილებთან ერთად.

ბავშობიდან მუსიკისა და სიმღერის სიყვარულმა, ის ფრანგულ სცენაზე აიყვანა და იქაური მსნელის გული დაიპყრო. ნატალიას სამომავლოდ მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. თუმცა მანამდე გავიგოთ, როგორია მისი ცხოვრება. ინტერვიუ სოციალური ქსელის მეშვეობით განხორციელდა.

- ნატალია, როდის აღმოაჩინეთ თქვენში მუსიკა?

-მუსიკოსების ოჯახიდან გახლავართ და ასე დაზუსტებით რომ გითხრათ როდის აღმოვაჩინე მუსიკა ჩემში ეს რთული იქნება , 3 წლის ასაკიდან უკვე დიდ სცენაზე ვიდექი და ვასრულებდი ურთულეს სიმღერებს.

- რა არის თქვენი ცხოვრების გზის მნიშვბელოვანი ფაქტები.

- ჩემი ცხოვრება?!...შეიძლება ერთი დიდი წიგნი დაიწეროს.ურთულესი ცხოვრება მქონდა,საფრანგეთში ჩამოსვლამდეც და დღესაც, მაგრამ იმით ვინუგეშებ თავს, რომ სხვას შეიძლება ჩემზე მეტად რთული ცხოვრება აქვს, ბევრჯერ დამიწყია არაფრიდან და ავსულვარ მწვერვალამდე, ეხლაც ერთ-ერთი მწვერვალის დაპყრობას ვცდილობ,კარიერა მაქვს მხედველობაში.

-როგორია პარიზული ცხოვრება, მისი სირთულეები და წარმატებებით.

- თავიდან არანაირი შეგრძნება არ გამაჩნდა იმისა, რომ მე საფრანგეთში ვცხოვრობ,ძალიან ბევრ სირთულეს გადავაწყდი.  დღეს კი ყველაფერი შეიცვალა და ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ მიდის, დილა იწყება აქტიურად.ბავშვები სკოლაში დედა კი ხმის ჩამწერ სტუდიაში. ასე მეორდება ყოველ დღე გარდა შაბათ-კვირისა, ამ დღეს ბავშვებთან ერთად ვატარებ და თუ ამინდი ხელს გვიწყობს გავდივართ ზღვაზე, ან რმელიმე ახლო ქალაქში მივდივართ და ვეცნობით ფრანგულ კულტურას, ვაგემოვნებთ ზღვის პროდუქტებს და მერე ისევ ორშაბათი,უამრავი აქტივობები ბავშვებისათვის, გადატვირთული დღის რეჟიმი, ჩაწერები და შეხვედრები.

- რა ჟანრის სიმღრებს მღერით?

- მე ძირითადად ჯაზს ვმღერი, მაგრამ ჩემი პირველი კონცერტი მხოლოდ ქართულ      რომანსებს მოიცავდა,  სწორედ ქართული სიმღერებით შემიყვარა ფრანგმა მსმენელმა.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. როგორც მუსიკალურ, ასევე პირად ცხოვრებაში?

- მუსიკალურ სფეროში ბევრ სიახლეებს შემოგთავაზებთ, იგეგმება ჩემი სოლო კონცერტი, სადაც მხოლოდ edith piaf - ის სიმღერებს შევასრულებ.

პირად ცხოვრებაზე არ ვსაუბრობ,რადგან ემოციების გარეშე არ შემიძლია ამ თემას შევეხო.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
13:34 / 15.01.2019
"ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ თუ ბევრი სპექტაკლი დაიდგება,
მესხიშვილის თეატრში ალტერნატიული დასის შექმნა იგეგმება.
13:22 / 15.01.2019
მესხიშვილის თეატრში ალტერნატიული დასის შექმნა იგეგმება.
მესხიშვილის თეატრი 2019 წელს საქართველოს საზღვრებს გარეთ საგასტროლო
გეოგრაფიის შექმნას იწყებს.
16:13 / 14.01.2019
მესხიშვილის თეატრი 2019 წელს საქართველოს საზღვრებს გარეთ საგასტროლო გეოგრაფიის შექმნას იწყებს.
ვალუტა
EUR
EUR
3.0368
TRY
TRY
0.4974
USD
USD
2.6629
«« იანვარი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 13 °C
img
ბათუმი 7 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში სილამაზის სალონი დაიწვა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე სილამაზის სალონი დაიწვა.
13:32 / 14.01.2019
ქუთაისში მომავალ წელს საახალწლო განწყობის შექმნაზე, სავარაუდოდ, ქალაქის დიზაინერი იზრუნებს
ქუთაისის მერმა ქალაქში საახალწლო განათების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ჭიღვარიამ განმარტა, მერიამ წელს განათება
15:46 / 25.12.2018
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძარი აკურთხეს
ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ახლადაშენებული ტაძრის
13:38 / 17.01.2019
გარდაცვლილია სამი ადამიანი- ავარია წყალტუბო-ქუთაისის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას
12:34 / 15.01.2019