ქუთაისის მერიამ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის

აღსანიშნად ღონისძიებების ორგანიზებისათვის ტენდერი თავიდან გამოაცხადა. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ღონისძიებების ორგანიზებისათვის გამოყოფილი თანხა უცვლელია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქში 10-მდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გამართვა იგეგმება, რისთვისაც კვლავ 9 ათას 625 ლარია გამოყოფილი.

სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს იწყება და 14 მაისს მთავრდება.

რა გახდა ღონისძიებების ორგანიზებისათვის სახელმწიფო შესყიდვის თავიდან გამოცხადების მიზეზი და რატომ ვარდება ტენდერები – უფრო ვრცლად მასალას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *