3 მაისს ” თიბისი გალერეაში” ა(ა)იპ ”

ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით, გამოფენა ” ფუნჯის მემკვიდრეები” გაიხსნება.  წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქუთაისელი მხატვრებისა და გ. მაისურაძის სახ. სამხატვრო სკოლის აღსაზრდელების ნამუშევრები, რომელთა ნახვის საშუალება სტუმრებს ელექტრონული მუსიკისა და ქართული ფოლკლორის სინთეზის ფონზე ექნებათ. 
გამოფენაზევე შედგება კატალოგის პრეზენტაცია, რომელშიც ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნამუშევრები იქნება შეტანილი.

გამოფენით ” ფუნჯის მემკვიდრეები” პროექტი ” ქუთაისი ჩემი ქალაქია” იწყება, რომლის ფარგლებში, ა (ა) იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები განხორციელდება წლის მანძილზე ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *