ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, ფლეშმობი მოეწყო.

მესხიშვილის თეატრმა პირველად გვირილობაზე ნაწყვეტი სპექტაკლიდან “პიგმალიონი” წარმოადგინა. ფლეშმობს დიპლომატიური კორპუსი და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“პირველ რიგში, ასეთი აქტივობა 2 მაისს არ ყოფილა და გადავწყვიტეთ ჩვენც ჩვენი მადლიერება და მონაწილეობა ასე გამოგვეხატა ქალაქის დღესასწაულში. მესხიშვილის თეატრს და მესხიშვილელებს ყოფილს სამხატვრო ხელმძღვალენთან, გიორგი სიხარულიძესთან ერთად უზარმაზარი როლი აქვს იმაში, რომ ამ ფორმატით, ასეთი მასშტაბურია  გვირილობის დღესასწაული. ” – განაცხადა მესხიშვილის თეატრის მთავარმა ადმინისტრატორმა ზეკო ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *