ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი აქციას

“ღამე მუზეუმში” უერთდება.  19 მაისს 21:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.

პროგრამა კი ასეთია:

“აწყმო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა””
• 21:00 – 01:00 – დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება

• 21:00-22:00-მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია “წარსულის მემკვიდრეობა”” (მონაწილენი: აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები-ხელმძღვანელი ლალი მიქაძე; ფოკლორის სახელოვნებო სასწავლებლის ფოლკლორული ანსამბლი ლევან გერსამიას ხელმძღვანელობით; ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “კოლხა””ედუარდ მურცხვალაძის ხელმძღვანელობით; “იადგარი””)

• 22:00-23:00-ქუთაისის მუზეუმი-106 (გამოფენა- “მუზეუმის კოლექციები””)

• 23:00-00:00-გამოფენა “ქუთაისის სალონური ცხოვრება””

• 00:00-01:00-ქალაქური ჰანგები (მონაწილენი: გიორგი მეფისაშვილი, გიგა მიქაძე, ნინო მიქაძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე)

აქციას “ღამე მუზეუმში” საფუძველი 2005 წელს, ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ, როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება. 19 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით აქციის – “ღამე მუზეუმში” ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. მუზეუმები ღამის 01:00 საათამდე იქნება ღია და ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *