“მოდი ღამე მუზეუმში” აქციას ქუთაისის მუზეუმებიც შეუერთდნენ.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღამის განმავლობაში დამთვალიერებელს სხვადასხვა სახის პერფომანსი შესთავაზეს.

ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა 9 ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომლებიც მუზეუმებში ათეული წლებია მუშაობენ, საჩუქრები გადასცა. ასევე, მათ ადგილობრივი თვითმმართველობისაგან ფულადი ჯილდოც მიიღეს.

19 მაისს, ქალაქის მასშტაბით, 18:00 საათიდან ყველა მუზეუმის კარი ღია იყო დამთვალიერებლისთვის. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *