ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ

თეატრში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” გაიხსნა. ფესტივალი ყოველწლიურია და ის 22 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით იმართება.

ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრები, ასევე ქუთაისში მოქმედი თეატრები, პოლონეთის და ბაქოს თეატრალური დასები იღებენ.

ფესტივალი გუშინ ლადო მესხიშვილის სახელობის საქხელმწიფო დრამატული თეატრის დასმა სპექტაკლით “უბედურება” გახსნა.

დღეს კი მაყურებლის წინაშე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი წარსდგება. “მოუხელთებელი” – ასე ჰქვია სპექტაკლს. რეჟისორია მამუკა ცერცვაძე.

ყველა სპექტაკლზე დასწრება მაყურებლისათვის უფასოა. დასაწყისი 18 საათი და 30 წუთი.

ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *