ქუთაისში ბაგრატის ტაძრის განათებას

სრული რეაბილიტაცია უტარდება. დამატებითი სანათები ტაძრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტლებით კეთდება. სამუშაოები გუშინ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. 

“ბაგრატის ტაძარი არასათანადოდ იყო განათებული, რამდენიმე სანათი მწყობრიდან იყო გამოსული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ტაძარი სრულიად გავანათოთ.” – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მერის ინფორმაციით, ქალაქში ასევე განათდება ის ქუჩები სადაც მოსახლეობას პრეტენზიები გააჩნდათ.
ასევე ნათდება ქალაქში არსებული ყველა მოედანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *