ქუთაისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2018” გრძელდება.

28 მაისს ფესტივალს ოპერისა და ბალეტის თეატრი უმასპინძლებს.

მაყურებელი ზ. ფალიაშვილის ოპერას “დაისი” იხილავს.

ოპერას, რომელშიც ნათია სტეფანიშვილი, ანზორ ხიდაშელი, ბაკურ კვირიკაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, კალისტრატე ხარჩილავა, იოსებ კიწმარიშვილი მონაწილეობენ, ლევან ჯაგაევი უდირიჟორებს.

დაისი 18:30 საათზე დაიწყება.

დასწრება თავისუფალია.

თეატრალური იმერეთი” 22 მაისს დაიწყო და 8 ივნისს დასრულდება. ფესტივალზე იმერეთის მუნიციპალიტეტებში არსებული თეატრები და მოწვეული დასები სხვადასხვა სპექტაკლს წარმოადგენენ.

ფესტივალის დასასრულს გამოვლინდება გამარჯვებულიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *