“თეატრალური იმერეთის” ფარგლებში, ქუთაისში დღეს ორი სპექტაკლის ჩვენება გაიმართება.

14:00 საათზე იაკობ გოგებაშვილის თოჯინების თეატრი რეჟისორ ლევან გაბრიჭიძის სპექტაკლს “ნაცარქექია” წარმოადგენს, ხოლო 18:30 საათზე ფესტივალის მაყურებლები აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტთა თეატრალური დასის სპექტაკლს “ბოდიში რომ ცოცხალი ვარ” იხილავს. აღნიშნული სპექტაკლი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგმება.

შეგახსენებთ, რომ თეატრალური ფესტივალი 22 მაისს დაიწყო და 8 ივნისს დასრულდება, რომლის ფარგლებში იმერეთის მუნიციპალიტეტებში არსებული თეატრები და მოწვეული დასები მაყურებელს სხვადასხვა სპექტაკლებს შესთავაზებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *