10 წლის წინ 5 ივნისს ქუთაისში პანტომიმის

თეატრი “დუემი” ბაქარ ბაქრაძისა და კობა ნიშნიანიძის ხელმღვანელობით დაარსდა. პირველი სპექტაკლი, რომელიც დასმა ითამაშა “ოიდიპოსი” იყო. 10 წელია ახალგაზრდები საკუთარი ძალებით ქმნიან სპექტალკებს ისე, რომ საკუთარი შენობა არ გააჩნიათ.

თეატრს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გასულ წელს შენობა ლერმონტოვის #5 ნომერში გადასცა, თუმცა შენობის გასარემონტებლად მათ თანხები ვერ მოიძიეს. დასი რეპეტიცებს ქუთაისის ოპერის თეატრის შენობაში გამოყოფილ ფართში გადის. 

მნიშველოვანია ის, რომ ქუთაისის პანტომიმის თეატრი “დუემი” სახელს შეიცვლის. თეატრი სახელმწიფო სტატუსის მიღებას ცდილობს. დასი 10 წლიანი ისტორიით, ხელახლა ა(ა)იპ-ად დარეგისტრირდება. სახელწოდება კი სავარაუდოდ, “ქუთაისის პანტომიმის პროფესიული თეატრი იქნება”.

თეატრი ახალ სეზონს ახალი სახელწოდებით სექტემბრიდან დაიწყებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *