კულტურა
ქუთაისის ისტორიულმა მუზეუმმა პირველი გამოფენის 95 წლის იუბილე აღნიშნა
ქუთაისის ისტორიული მუზეუმის პირველი გამოფენიდან 95 წელი გავიდა.  ამასთან დაკავშირებით, ექსპონატები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინიტრაციული შენობის ფოიეში გამოფინეს. წარმოდგენილი იყო 100 წლის მანძილზე ქუთაისის მუზეუმის მიერ განვლილი გზის ფოტო, დოკუმენტური მასალები. 















"ქუთაისის მუზეუმმა პირველი გამოფენა სწორედ ამ უნივერსიტეტის შენობაში მოაწყო. მას შემდეგ 95 წელი გავიდა. ეს გამოფენა სწორედ ამ თარიღს ეძღვნმება და ჩვენი ერთობლივი ღონისძიებაა. საინტერესო გამოფენაა. უნივერსიტეტი და მუზეუმი წლების განმავლობაში თანამშრომლობს. ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და ბევრი კარგი წამოწყება და ინიციატივა გვაქვს განხორციელებული. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით და მუზეუმიც ასეთი გამოფენებით მხარში უდგას სტუდენტებს",- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ. 


მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
17:50 / 28.01.2020
"იმერეთი- სხვა სილამაზე" - ქუთაისში, გალერეა ,,ვარლაში" გამოფენა გაიხსნა.
ტყიბულში, ცუცხვათის მღვიმოვანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი
ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
15:55 / 28.01.2020
ტყიბულში, ცუცხვათის მღვიმოვანს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში, პოლონეთის ყოფილი
პრეზიდენტის,
12:54 / 28.01.2020
ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის,
ქუთაისში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის
სახელობის ქართულ-პოლონურ
12:29 / 28.01.2020
ქუთაისში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის სახელობის ქართულ-პოლონურ
ქუთაისში დავით ალადაშვილის კონეცრტი გაიმართება. კონცერტში ასევე
16:38 / 27.01.2020
ქუთაისში დავით ალადაშვილის კონეცრტი გაიმართება. კონცერტში ასევე
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 4 - 13 °C
img
ბათუმი 8 - 13 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020