ქუთაისის ისტორიული მუზეუმის პირველი

გამოფენიდან 95 წელი გავიდა.  ამასთან დაკავშირებით, ექსპონატები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინიტრაციული შენობის ფოიეში გამოფინეს. წარმოდგენილი იყო 100 წლის მანძილზე ქუთაისის მუზეუმის მიერ განვლილი გზის ფოტო, დოკუმენტური მასალები. 

“ქუთაისის მუზეუმმა პირველი გამოფენა სწორედ ამ უნივერსიტეტის შენობაში მოაწყო. მას შემდეგ 95 წელი გავიდა. ეს გამოფენა სწორედ ამ თარიღს ეძღვნმება და ჩვენი ერთობლივი ღონისძიებაა. საინტერესო გამოფენაა. უნივერსიტეტი და მუზეუმი წლების განმავლობაში თანამშრომლობს. ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და ბევრი კარგი წამოწყება და ინიციატივა გვაქვს განხორციელებული. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით და მუზეუმიც ასეთი გამოფენებით მხარში უდგას სტუდენტებს”,- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ. 

მუზეუმში დაცულია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობანი, უძველესი ეპიგრაფიკული ძეგლებისა და უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექცია, რარიტეტული სიგელ-გუჯრები, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის, ქსოვილის, ხის ნაწარმის უაღრესად საყურადღებო ნიმუშები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *