ინდური სამზარეულო, აღმოსავლური და ქართული

ჰანგები, აფრიკული რიტმი – ეს არის ის, რაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ყოველდღიურ ცხოვრებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

სასწავლებლის მეთერთმეტე კორპუსის ეზო რამდენიმე საათით განსხვავებულ კულტურათა თავმოყრის ადგილად იქცა. ინტერნაციონალური ღონისძიების ერთ-ერთ მიზანს კულტურის, ტრადიციების, კულინარიის, ფოლკლორის, ცეკვის და ხელოვნების საშუალებებით ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების დაახლოება წარმოადგენდა.

პირველი უცხოელი სტუდენტები სასწავლებელმა 2012 წელს ნიგერიიდან მიიღო. დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე სხვადასხვა ქვეყნების 350-მდე სტუდენტი სწავლობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *