ქუთაისში ინოლა გურგულიას

საღამო გაიმართება. კონცერტი “არტარია ფესტივალის” ფარგლებში მოეწყობა და მასში მონაწილეობას მიიღებენ ინოლა გურგულიას შვილები – ია და დავით შუღლიაშვილები; თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი და რეზო კიკნაძის კვინტეტი. 

კონცერტი 30 ივნისს 18 საათზე დაიწყება. 

არტარეას პროექტი “თბილისური ეზოები” საქართველოს რეგიონებში ინაცვლებს – “არტარეა ფესტივალის” სახელით.
ფესტივალის ფარგლებში ის 6 ქალაქი, რეგიონი შეირჩა, სადაც კულტურული ცხოვრება შედარებით მწირია.
წლევანდელი ფესტივალის კონცეფცია ეფუძნება განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას, ძველი და ტრადიციული ხელოვნების გადააზრებას თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს შეეხონ ძველ და ახალ, ღირებულ ქართულ ხელოვნებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *