ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ

სახელმწიფო თეატრში, პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით ანსამბლ “ნანინას” კონცერტი გაიმართა.

“თბილისის წარმატებულ ანსამბლებს, რომლებსაც არანაირი სახელმწიფო დაფინანსება არ აქვთ, სახელმწიფო დაუდგა გვერდით და ეს პროექტი დააფინანსა. მიეცა ანსამბლებს შესაძლებლობა წავიდნენ რაიონებში თავიანთი შემოქმედება გააცნონ მათ. ეს მნიშვნელოვანია ანსამბლებისათვის. უფრო დიდი მოტივაციაა, რომ თავიანთი რეპერტუარი გაზარდონ, უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ შემოქმედებას და ყველაფერი სრულყოფილად წარმოაჩინონ”,- განაცხადა ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ “ნანინას” ხელმძღვანელმა თეა კასაბურმა. 

“ნანინასთან” ერთად კონცერტში მონაწილეობა ქუთაისის ანსამბლა “ნაი-ნაიმ” მიიღო. 

“Check in Georgia”-ს ფარგლებში, სექტებრის ბოლომდე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ხორციელდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა”. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ექვსი თბილისური ანსამბლი ატარებს კონცერტს. მასში მონაწილეობენ ანსამბლები: დილეი, ანჩისხატი, დიდგორი, იალონი, ნანინა, შავნაბადა.

მომდევნო კონცერტი  24 ივნისს ბაღდათში გაიმართება.  რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლში მსმენელის წინაშე წარდგება ანსამბლი ანჩისხატი. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბაღდათის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *