არენა დი ვერონას სცენაზე

ქართველი ბარიტონის, გოჩა აბულაძის, დებიუტი შედგა. მან ჟორჟ ბიზეს “კარმენში” ესკამილიოს როლი შეასრულა. მასთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ანა გორიაჩოვა, მარიანგელა სიცილია, რუთ ინიესტა, ენრიკო კასარი და სხვები. 

“სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ დიდ ბედნიერებას და ასეთი მაგიური დღეები არ გავიწყდება ,სანამ გული გიცემს და სუნთქავ…”- წერს მომღერალი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.


ვიდეო მომღერლის facebook გვერდიდან.

გოჩა აბულაძე მაყურებლის წინაშე ამავე სპექტაკლით და უკვე მორალესის როლით 6, 11 და 17 ივლისს, 25, 28 და 31 აგვისტოს წარსდგება.

გარდა “კარმენისა”, ახალგაზრდა ბარიტონი “აიდასა” და “სევილიელ დალაქში” იმღერებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *