“ახალგაზრდული ფესტივალი 2018” -ის ფარგლებში,

წყალტუბოში სხვდასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. მასში ხონის, ვანის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის, ქუთაისის სამტრედიის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები იყვენენ ჩართულნი. ფესტივალის ფარგლებში გასართობი ღონისძიებების ნაწილი “ცივი ტბის აუზებზე” ჩატარდა, მოეწყო კარვების ქალაქი, სადაც მოზარდები ერთმანეთს ლექსის კითხვაში ეჯიბრებოდნენ, ახალგაზრდები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სტუმრებმა მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს, მუზეუმის მასპინძელმა დაჩი იოსელიანმა მოკლე ექსკურსი ჩაუტარა ახალგაზრდებს მწერლის ცხვორების და მოღვაწეობის შესახებ, მთელი დღის განმავლობაში პარალელურად მიმდინარეობდა “სთრითბოლი”. ქუჩის კალათბურთში წყალტუბოელებმა გაიმარჯვეს.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო დებატები და დისკუსია თემაზე: “ბულინგი მოზარდებში”.  დისკუსიაში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და შ.ს.ს პოლიციის წყალტუბოს სამმართველოს თანამშრომლები მოზარდებთან ერთად მონაწილეობდნენ.

დისკუსიის ბოლოს მოეწყო ვიდეორგოლების ჩვენება,კონკურსი. სადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი – ხონის მუნიციპალიტეტი.

II ადგილი – წყალტუბოს #1 საჯარო სკოლა.

III ადგილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულო.

მოგვინებით შემოქმედებით ხეივანში მოეწყო თემატური გამოფენა ” არა ძალადობას მოზარდებში”.  თემატური კონკურსის გამარჯვებული წყალტუბოს სამხატვრო სკოლა გახდა. დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით გამარჯვებულები წყალტუბოს მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაასაჩუქრა.  მუნიციპალიტეტებს კი მადლობის სიგელები იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსელბ ხახალეიშვილმა გადასცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *