ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს – ამ სახელწოდებით

გამოფენა ვენაში გაიმართა. ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ექსპრომტად აფხაზეთის თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს, რომელიც მომოვალში ალბომად გამოიცემა. პროექტში აფხაზეთიდან,კერძოდ გალიდან ფონდი კრისტალის დაფინანსებით ორი სტუდენტი ჩაერთო. აფხაზეთის და ოკუპაციის თემატიკამ საქართველოს სხვადასხვა კუთხე გააერთიანა, საკუთარი ნამუშევრები პატარა მხატვრებმა ჭიათურიდან და ზესტაფონიდან წარმოადგინეს. პროექტს ვენის სათვისტომო მასპინძლობს. ქართველ მოზარდებთან ერთად აფხაზეთი ვენაში მცხობრებმა ქართველმა ბავშვებმაც საკუთარი თვალით დანახული აფხაზეთი ფურცლებზე გააცოცხლეს. პარალელურად, ოთხი დღის განმავლობაში სათვისტომოს საკვირაო სკოლაში მასტერკლასები მიმდინარეობდა. გამოფენის გარდა, ღონისძიების ფარგლებში
სპეციალური პროგრამაც შესრულდა, საბალეტო და სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა საბალეტო და სამუსიკო ნომრებიც შეასრულეს. დღესვე საკვირაო სკოლაში ქართული კუთხე გაიხსნა. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ვენაში მცხოვრებ სათვისტომოს წიგნები გადასცა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *