20 ქუთაისელი მხატვარი ქუთაისთან დამეგობრებულ იტალიურ ქალაქ კოზენცოში გაემგზავრა.

ისინი 2 კვირის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის პლენერში, ვორქშოფში და თავიანთ შემოქმედებას იტალიელ კოლეგებს გააცნობენ. 

,,ქუთაისელი მხატვრები ათეული წლებია არ გასულან საზღვრებს გარეთ და მათი შემოქმედება არ გაუცვნიათ უცხოელ კოლეგებს. ჩვენ გვყავს სახელოვანი და პროფესიონალი მხატვრები, მიგვაჩნია რომ მათი შემოქმედება ქალაქის სახელით საზღვრებს უნდა გასცდეს. ვზრუნავთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის კულტურა და ხელოვნება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაიცნონ,”- განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

მხატვრების ვიზიტი იტალიაში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *