16 ოქტომბერს ქუთაისში მესხიშილის

თეატრის მსახიობის სულხან გოგოლაშილის ფოტო-გამოფენა გაიმართება. ქუთაისის მერიამ გამოფენის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 7 ათასი ლარია გამოყოფილი. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველუოს: ფირის დასკანირება გადარჩეული საგამოფენოდ ცალკეულად; გამჟღავნება და ბეჭდვა, სურათების დაჩარჩოება, პასპარტუს დამზადება, მზა ექსპონატების მიწოება საგამოფენო დარბაზში და საგამოფენო სივრცის მოწყობა. ასევე ფოტოგამოფენის ჩატარების ადგილზე უნდა უზრუნველყოს ალაფურშეტის მოწყობა 100 პერსონაზე.

გამოფენა გალერეაში “ვარლა” უნდა გაიმართოს.

სატენდერო წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დაიწყება და 18 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *