წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია სამხატვრო, ლიტერატურულ და ფოტო კონკურსებს აცხადებს.

ლიტერატურულ კონკურსში, “პოეზია და მცირე პროზა” ჩართულ კონკურსანტებს ჟიური შესთავაზებს თემას, რომელზეც მათ უნდა დაწერონ ნაწარმოებები: ლექსი, ჩანახატი, მცირე პროზა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასების მოსწავლეებს.

რაც შეეხება სამხატვრო კონკურსს, მონაწილეებს ჟიური შესთავაზებს თემას და ისინი ნამუშევრებს სამხატვრო სკოლაში შექმნიან. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასების მოსწავლეებს. კონკურსი ჩატარდება სამხატვრო სკოლაში.

ფოტოკონკურსში,”წამში დანახული შემოდგომის წყალტუბო” მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ისინი მათ მიერ შექმნილ ფოტოს (1-3 ფოტო), ზომით A4, წარმოადგენენ 23 სექტემბრამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში.

აღნიშნული ღონისძიებები სახალხო დღესასწაულ “შემოდგომის წყალტუბო”-სთან დაკავშირებით ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *