ქუთაისის საერთაშორისო საოპერო

 

ფესტივალზე მეორე სპექტაკლი გაიმართა. ოპერის მოყვარულებმა ჯუზეპე ვერდის “ტრავიატა იხილეს”. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: მარია პახარი (ვიოლეტა), ბადრი ადამია (ალფრედ ჟერმონი), კონსტანტინე სუჩკოვი (ჟორჟ ჟერმონი), ლარისა ანდრეევა (ფლორა), ემილ ჩარგაზია (მარკიზი), გიორგი ცინცაძე (გასტონი), კალისტრატე ხარჩილავა (ბარონი), აკაკი იოსელიანი (ექიმი), მარიეტა მაჩალაძე (ანინა).

ოპერისა და ბალეტის თეატრის 48-ე სეზონი “ტრავიატას” პრემიერით გაიხსნა. მისი დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

როგორ მიმდინარეობს ფესტივალი მოისმინეთ სიუჟეტი:

საფესტივალო დღეების ფარგლებში ოპერის მაყურებელი კიდევ ერთ სპექტაკლს იხილავს. 20 სექტემბერს “სოფლის ღირსება” განახლებული შემადგგენლობით გაიმართება.

ფოტო: ფესტივალის პრესსამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *