5 ოქტომბრიდან “ილო 2018” ოფიციალურად დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ და სრულწლოვან ფიზიკურ პირს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება.

• ფოტოკონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არა ნაკლებ სამი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.
• საკონკურსო ფოტო გადაღებული უნდა იყოს კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს 1 წლისა
• კონკურსის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულები – I, II და III ადგილების მფლობელები. ასევე გამოვლინდება გამარჯვებული რუბრიკაში „ჩემი ქუთაისი“.

ფოტოკონკურსის თემა:

ძირითადი ფოტოკონკურსის თემა არის თავისუფალი.

რუბრიკაში „ჩემი ქუთაისი“ ფოტოგრაფიის მეშვეობით უნდა აისახოს თქვენი პირადი დამოკიდებულება ჩვენს ქალაქთან – მისი ხასიათი, კოლორიტი, ადამიანები თუ არქიტექტურა.
უფრო მეტი ინფორმაციის მოსმენა შეგიძლიათ გადაცემაში “მთელი დღე”, რომლის სტუმარი იყო, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამთა თურმანიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *