ერთ მოქმედებიანი კომედია”სიმართლე”,

რომლის გმირები მეგობრები არიან, ერთმანეთს ცოლებთან ღალატს უმალავენ. ცხოვრებენ ტყუილში და ამავდროულად ითხოვენ გაამჟღავნონ სიმართლე. ეხვევიან აბსურდში და მეგობრობის მანტიაში გამოწყობილებს არ ეთმობათ ტყუილის იდილია. მიშო-დათო როინიშვილი, ლიზი-სოფო ჩირაძე, ლორა-ნინო ჭოლაძე, ლეო-გიორგი შალამბერიძე.  მსახიობებმა კომედია ფლორიან ზელერის პიესის მიხედვით, რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის მიერ დადგმულ კომედიაში გაითამაშეს.

სპექტაკლის მხატვარია თეო კუხიანიძე, მუსიკალური გამფორმებელი ნინო ალავიძე, ტექნიკური რეჟისორი ინგა მესხორაძე. პრემიერა 18 ოქტომბერს შედგა, თუმცა მაყურებელს კვლავ შეუძლია სიმართლის” ნახვა 21 და 25 ოქტომბერს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *