ქუთაისში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას რეზო

ჭეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქუთაისის საკრებულომ გადაწყევტილება მიიღო.  მწერლის სახელობის, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო კვეთაზე არსებული უსახელო ქუჩა გახდა.  აღნიშნული ქუჩისათვის  რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭების შესახებ ქუთაისის საკრებულომ 2017 წლის მარტში იმსჯელა. როგორც საკრებულოშ განმარტავენ,  შარშან მხოლოდ  სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს და გადაწყვეტილების მიღება წელს გახდა შესაძლებელი. 

“საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე პიროვნების გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ არის შესაძლებელი რომელიმე ქუჩას მიენიჭოს მისი სახელი. თუმცა, საკრებულოს აქვს უფლება გარდაცვალრბიდან ერთი წლის შემდეგაც რომელიმე ქუჩას მიანიჭოს ამა თუ იმ პიროვნების სახელი. შარშან ქუთაისის საკრებულომ იმსჯელა ქუთაისში ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებოდა რეზო ჭეიშვილის სახელი. შესაბამისად, მოთხოვნა გადაგზავნილი იქნა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტუტის სამინისტროში, საიდანაც მოვიდა თანხმობა. ამდენად რიგით მე-13 სხდომაზე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ქუჩას მიენიჭა რეზო ჭეიშვილის სახელი.”- განმარტავენ საკრებულოში.

ქართველი მწერალი და დრამატურგი 2015 წლის 11 სექტემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონშია დაკრძალული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *