კულტურა
ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი დაიწყო
ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს მასპინძლობს. კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახან დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია. რამდენიმე დღის მანძილზე ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.
კინოფორუმი კინოთეატრ "საქართველოში" ცნობილი ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის "ჰარი-ჰარალე დედაო!" ჩვენებით გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან გაბრიაძეა.

ხვალ კი დილიდან, 11:00 საათიდან, ფორუმი მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამით გაგრძელდება, შემდეგ 13:00 საათზე დისკუსია დაიწყება.

15:00 კი ფილმის "აღლუმი" ჩვენება გაიმართება, რომლის რეჟისორიც ნინო ჟვანიაა, 17:30 საათზე რეჟისორ ოთარ შამათავას "ურსუსის" ნახავ იქნება შესაძლებელი. ორივე ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართება.

ქართული კინოს ფორუმი ქუთაისში 19 ნოემბერს დასრულდება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის
ორგანიზებით
13:55 / 19.05.2019
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის ორგანიზებით
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
13:32 / 16.05.2019
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ფესტივალი
17:49 / 14.05.2019
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" ტრადიციულად მესხიშვილის
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
14:01 / 13.05.2019
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში
17:24 / 10.05.2019
ქუთაისში მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა.  გალერეაში "ვარლა" 
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 13 - 22 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019