Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

კულტურა
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტების შედგენაზე ტენდერი ნოემბრის ბოლოს გამოცხადდება
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის დაწყებას აანონსებს. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, "ტვ პირველის " ეთერში განაცხადა ტენდერი დოკუმენტაციის შედგენაზე ნომებრის ბოლოს გამოცხადება. პროექტის შედგენის პროცესში კი შეხვედრები გაიმართება. პროექტის დასრულებას 2019 წლის ბოლოსთვის ვარაუდობს. მთლინად  სამუშაოები კი სავარაუდოდ 2 წელს გაგრძელდება. 

"ამ თვის ბოლოს გამოვაცხადებთ ტენდერს საპროექტო დოკუმენტაციაზე. ეს გულისხმობს წითელი ხიდიდან ჯაჭვის ხიდამდე ტერიტორიის ურბანულ განახლებას. საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო პროექტი იქნება. ვიწყებთ პროექტირებას და ეს რათქმაუნდა ღია იქნება. გვექნება შეხვედრები სამუშაო პროცესში. წლის ბოლოს ვფიქრობთ, მომზადდება პროექტი. ეს გულისხმობს საფეხმავლო ბილიკების, გაზონების, განათების, შენობების რეაბილიტაციას გამაგრების ჩათვლით და იმას, რომ ისტორიული სახე დაუბრუნდეს. უნდა გვქონდეს მუშა ნახაზები, თავდაპირველად ხდება ესკიზის შეთანხმება. ეს არის ბევრი მსჯელობისა და კვლევის საგანი. როგორ იყო ისტორიულად, რა დატვირთვა ჰქონდა."- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისივე განცხადებით, დონორების დაინტერესება დიდია, თუმცა პროექტის განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტიდან იგეგმება.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა დაჯდება პროექტის განხორციელება. თანხებზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც პროექტი გაკეთდება.





FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ოპერის თეატრმა დისტანციური კონცერტების სერია დაიწყო.

პირველი კონცერტი
13:25 / 30.05.2020
ქუთაისის ოპერის თეატრმა დისტანციური კონცერტების სერია დაიწყო. პირველი კონცერტი
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
პოლიტიკის სიახლეები