კულტურა
დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაიწყება
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში რიონისპირა სახლების გარდა, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის დაწყებას აანონსებს.

"გალერეა ისტორიული ძეგლია. ერთ ერთი ვიზიტის დროს მოვინახულეთ ის. იმ უბანთან კავშირშია, რომლის განახლებასაც ვგეგმავთ. გარკვეული სამუშაოები უკვე განხორცილებულია. ცენტრალური უბანი განახლებულია, მაგრამ საბოლოო ჯამში რაც ჩვენ გვინდა განვახორციელოთ გალერეას ჩათვლით, კრავს დიდ მარშრუტს და არ მოგბეზრდება ქუთაისში სეირნობა. გალერეაში უნიკალური ექსპონატებია, მათ შორის ფიროსმანის, ახვლედიანის, კაკაბაძის ნამუშევრები." - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ "ტვ პირველის " ეთერში საუბრისას.

დავით კაკაბაძისსახვითი ხელოვნების გალერეის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც განაცხადა.პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოები 2019 წელს დაიწყება.

გალერეა 1976 წელს დაარსდა და მასში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. გალერეის ოქროს ფონდში 3000-მდე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 ექსპონატი ინახება: ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და სხვათა ფერწერული თუ სკულპტურული ნამუშევრები.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ჩომ, ფერეიდნელები ცისარტყელასაც მევერივეთ.
12:28 / 12.09.2019
,,ჩომ, ფერეიდნელები ცისარტყელასაც მევერივეთ."- 11 აგვისტოს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ილია
ჭავჭავაძის სახელობის საჯარო
18:52 / 11.09.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო
ქუთაისში ილია ჭავჭავაძის პორტრეტული ბარელიეფი რეაბილიტირდება.
ქალაქის მერიამ
13:41 / 27.08.2019
ქუთაისში ილია ჭავჭავაძის პორტრეტული ბარელიეფი რეაბილიტირდება. ქალაქის მერიამ
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრის
მოსაწყობად
12:43 / 19.08.2019
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრის მოსაწყობად
11:49 / 19.08.2019
"2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით ქუთაისში კულტურული ტურიზმის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019