კულტურა
"ბიოგრაფია: თამაში"- პრემიერა მესხიშვილის თეატრში
5, 6 და 8 დეკემბერს მესხიშვილის თეატრის მაყურებელს პრემიერა ელოდება. თეატრის მცირე სცენაზე მაქს ფრიშის "ბიოგრაფია: თამაში" დაიდგმება. პიესა საქართველოში პირველად იდგმება და მისი თარგმანიც პირველია (ინგლისურიდან თარგმნა: თამარ ჭინჭარაულმა და ავთანდილ გოგეშვილმა).

სპექტაკლის რეჟისორი თამარ ჭინჭარაულია, მხატვარი - ანანო დოლიძე, კომპოზიტორი - მერი ბეროშვილი, ტექნიკური რეჟისორი - მაია კვიმსაძე. მონაწილეობენ: დავით გაჩეჩილაძე, გელა ებანოიძე, თინათინ მოსულიშვილი, მაგდა ჩიხლაძე და აბელ სოსელია.

"თქვენ თქვით, რომ თუ შეძლებდით თქვენი ცხოვრების თავიდან დაწყებას, მაშინ ზუსტად გეცოდინებოდათ რა გაგეკეთებინათ უკეთესად,"-ნათქვამია სპექტაკლის აღწერაში.

ცნობილი შვეიცარიელი დრამატურგის, რომანისტისა, არქიტექტორის და ფილოსოფოსის ტექსტებში მთავარი თემებია: იდენტობა, მორალი, ინდივიდუალიზმი, პასუხისმგებლობა, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ვალდებულებები და სხვა. 

მაქს ფრიშმა პიესა "ბიოგრაფია: თამაში" პირველად დაწერა 1967 წელს, ხოლო 16 წლის შემდეგ, 1984 წელს მისი განახლებული ვერსია გამოსცა. მსგავსად ფრიშის სხვა ნაწარმოებებისა, პიესის ძირითადი თემაა პიროვნების შესაძლებლობა თუ შესაძლებლობის არარსებობა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

სპექტაკლის ჩვენება 19:00 საათზე დაიწყება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის
23:37 / 24.05.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის
ორგანიზებით
13:55 / 19.05.2019
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეთიკისა და ესთეტიკის წრის ორგანიზებით
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
13:32 / 16.05.2019
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ფესტივალი
17:49 / 14.05.2019
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" ტრადიციულად მესხიშვილის
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
14:01 / 13.05.2019
ნინო ჯანაშია თვითნასწავლი ხელოვანია. წლებია ნემსით
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 12 - 27 °C
img
ქუთაისი 13 - 23 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019
ზედამხედველობის სამსახურმა კაფე "სავანეს" მეპატრონეები 3 000 ლარით დააჯარიმა
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბულვარში არსებული
16:58 / 30.04.2019