5, 6 და 8 დეკემბერს მესხიშვილის თეატრის მაყურებელს პრემიერა ელოდება.

თეატრის მცირე სცენაზე მაქს ფრიშის “ბიოგრაფია: თამაში” დაიდგმება. პიესა საქართველოში პირველად იდგმება და მისი თარგმანიც პირველია (ინგლისურიდან თარგმნა: თამარ ჭინჭარაულმა და ავთანდილ გოგეშვილმა).

სპექტაკლის რეჟისორი თამარ ჭინჭარაულია, მხატვარი – ანანო დოლიძე, კომპოზიტორი – მერი ბეროშვილი, ტექნიკური რეჟისორი – მაია კვიმსაძე. მონაწილეობენ: დავით გაჩეჩილაძე, გელა ებანოიძე, თინათინ მოსულიშვილი, მაგდა ჩიხლაძე და აბელ სოსელია.

“თქვენ თქვით, რომ თუ შეძლებდით თქვენი ცხოვრების თავიდან დაწყებას, მაშინ ზუსტად გეცოდინებოდათ რა გაგეკეთებინათ უკეთესად,”-ნათქვამია სპექტაკლის აღწერაში.

ცნობილი შვეიცარიელი დრამატურგის, რომანისტისა, არქიტექტორის და ფილოსოფოსის ტექსტებში მთავარი თემებია: იდენტობა, მორალი, ინდივიდუალიზმი, პასუხისმგებლობა, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ვალდებულებები და სხვა. 

მაქს ფრიშმა პიესა “ბიოგრაფია: თამაში” პირველად დაწერა 1967 წელს, ხოლო 16 წლის შემდეგ, 1984 წელს მისი განახლებული ვერსია გამოსცა. მსგავსად ფრიშის სხვა ნაწარმოებებისა, პიესის ძირითადი თემაა პიროვნების შესაძლებლობა თუ შესაძლებლობის არარსებობა შეცვალოს საკუთარი ცხოვრება.

სპექტაკლის ჩვენება 19:00 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *