კულტურა
საახალწო და საშობაო ღონისძიებები ქუთაისში, რომელთა მოსაწყობად 43 ათას ლარამდე თანხის დახარჯვა იგეგმება
ქუთაისში საახალწლო და საშობაო ღონისძიებებისთვის 42 ათას 955 ლარის დახარჯვა იგეგმება. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

კომპანიამ 31 დეკემბერს, გალა კონცერტისათვის ორი წამყვანი უნდა შეარჩიოს.  ასევე ღია ცის ქვეშ საბავშვო ღონისძიებებისთვის სივრცე მოეწყობა 13:00-დან 17:00 სთ-მდე.

დაგეგმილია კოსტუმირებული მსვლელობისა და საბავშვო წარმოდგენის გამართვა, 31 დეკემბერს დრამერების შოუ-მსვლელობაც უნდა გაიმართოს, საშობაო აქტივობებში მონაწილეობისათვის საჭიროა 1 ჟონგლიორი, 1 მეზღაპრე, 1 ილუზიონისტი, 1 სანტაკლაუსი, 1 ჯამბაზი დაიდგემბა საშობაო ქოხები, სადაც საახალწლო ატივობები 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით განხორციელდება. თითოეული საშობაო ქოხი გაფორმებული უნდა იყოს საახალწლო დეკორაციებით და განათებებით.

გაიმართება სამეჯლისო ცეკვების პერფორმანსი, რომლისთვისაც ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სივრცის მოწყობა, საახალწლო დეკორაციებით, პროფესიონალი მოცეკვავე წყვილით, განათება-გახმოვანების აპარატურით, გახმოვანების და განათების რეჟისორით მომსახურებით. მოცეკვავე წყვილი უნდა იყოს საქართველოს ჩემპიონი პროფესიონალ მოცეკვავეთა შორის სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების მიმართულებით.

ერთი დღით უნდა დაიქირაონ თოვლის ბაბუა. მისი ხურჯინისათვის შეიძენენ ტკბილეულობას. (5 კგ ასაწონი შოკოლადი, 30 ცალი ქარხნულად შეფუთული ორცხობილა - 180 გრ. 5 კგ მანდარინი)

მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით მოეწყობა მუსიკალური გაფორმება 2018 წლის 31 დეკემბერს და 2019 წლის 1 იანვარს 11:00-დან 18:00 სთ-მდე.

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა იზრუნოს გოზინაყის დამზადებაზეც. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გოზინაყი უნდა განთავსდეს სპეციალურ სადგარზე - 4მ x 1მ, გოზინაყი უნდა იყოს დამზადებული ნიგვზისა და ნატურალური თაფლისაგან, გოზინაყი უნდა იყოს რომბისებური ფორმის 4 x 4 სმ. არანაკლებ 20 გრ. გოზინაყი მოთავსებული უნდა იყოს გოფრირებულ პერგამენტის ქაღალდში– 800 ცალი, გოზინაყის სიმაღლე – 1 სმ.

ვ. ანჯაფარიძის სკვერში სვეტების საახალწლო განათებებით მოირთვება,ამავე სკვერში მდებარე შადრევანი ცოტრა ხნით საკონცერტო სცენად გადაკეთდება. სცენა საბავშვო, ქორეოგრაფიულ ნომრებს დაეთმობა.
გაიმართება კოსტუმირებული თეატრალური წარმოდგენა. ასევე საბავშვო სპექტაკლი. სცენარი უნდა შეესაბამებოდეს საახალწლო თემატიკას. სპექტაკლში მონაწილეობა უნდა მიიღოს შემდეგმა ზღაპრის გმირებმა: შვიდი ჯუჯა, ფიფქია, თოვლის ბაბუა, ძროხა, მგელი, წითელქუდა, კურდღელი, ალე-ჰოპი, ილუზიონისტი, 2 ჯამბაზი, მულტფილმის მადაგასკარის გმირები (არანაკლებ 4 გმირის). ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 60 წთ.

ტრადიციულად, 7 იანვარს, მოეწყობა საშობაო მსვლელობა. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მსვლელობაში საბავშვო ფოლკლორული ანსამბლის (არანაკლებ 6 შემსრულებელი ) მონაწილეობა, რომელიც უნდა ასრულებდეს საშობაო და საახალწლო თემატიკის ხალხურ სიმღერებს.

ღონისძიებების ორგანიზებისათვის სატენდერო წინადადებების მიღება 8 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს დასრულდება.  

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრის
მოსაწყობად
12:43 / 19.08.2019
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული თეატრის მოსაწყობად
11:49 / 19.08.2019
"2019 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით ქუთაისში კულტურული ტურიზმის
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების
რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
2020 წელს ქუთაისის ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს.
თეატრის
17:13 / 30.07.2019
2020 წელს ქუთაისის ოპერის თეატრის სრული რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. თეატრის
ქუთაისის სასულე ორკესტრს ქუთაისის მერია დააფინანსებს. ორკესტრი ერთი
23:13 / 29.07.2019
ქუთაისის სასულე ორკესტრს ქუთაისის მერია დააფინანსებს. ორკესტრი ერთი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« აგვისტო  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
თბილისი 19 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 31 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ
2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
19:28 / 30.07.2019
,,ასსაფეხურიანი კიბე ჩაისმება იმ მარშრუტში, რომელიც ტურისტმა უნდა გაიაროს"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერმა მრჩეველთა
10:17 / 31.07.2019
საკრებულოში გია უკლებას ადგილს რომან ქვაჩაკიძე დაიკავებს
ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
16:50 / 31.07.2019
,,ერთ კაპიკს ვერ დახარჯავ ისე, რომ არ იყოს ეს ნაჩვენები ოფიციალურად" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის ,,ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა კლუბში არსებულ ფინანსურ
18:51 / 26.07.2019
"ამ გაერთიანებამ რღვევა გიორგი გიორგობანიდან დაიწყო"
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების
17:06 / 01.08.2019