კულტურა
ქუთაისში ახალგაზრდა მხატვრების საახალწლო გამოფენა გაიმართება
ქუთაისში მხატვართა საახალწლო გამოფენა მოეწყობა. ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენის ორგანიზებისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოცხადა.

გამარჯვებულმა კომპანიამ 80-მდე ნამუშევრის გამოფენა შესაბამის სივრცეში უნდა უზრუნველყოს. ქუთაისელ ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების საახალწლო გამოფენის მოწყობა 27 დეკემბერს იგეგმება.

სატენდერო წინადადებების მიღება 8 დეკემბერს იწყება და 11 დეკემბერს მთავრდება.

გასულ წელს ანალოგიური გამოფენა 31 დეკემბერს საგამოფენო დარბაზში "ვარლა" გაიმართა.

| Print |