ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ნიღბების

თეატრმა მაყურბელს პრემიერა შესთავაზა. თეატრის მოყვარულებმა ცნობილი შვედი მწერლის , ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოების “პეპი გრძელი წინდას” მიხედვით დადგმული სპექტაკლი იხილეს.  ნიღბების თეატრის ხელმძღვანელის, დათო ჯიშკარიანის განცხადებით, ეს სპექტაკლი რეპერტურში რამდენიმე წლის წინ  ჰქონდათ და ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ამიტომ მისი აღდგენა გადაწყვიტეს. 

(ა)იპ ” ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ” ფილიალში, კულტურის ცენტრში, ნიღბების თეატრის სპექტაკლები ახალი წლის პერიოდშიც  ჩატარდება. იგეგმება კიდევ ერთი  პრემიერა და ძველი სპექტაკლების განახლება. 

ფოტო: ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *