ქუთაისში საახალწლო ნაძვის ხე 28 დეკემბერს აინთება.

რადიო “ძველი ქალაქის” ინფორმაციით, ნაძვის ხე გორის ქალთა კამერული გუნდის სიმღერის ფონზე “ფიფქების ცეკვა” განათდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის სიმფონიური ორკესტრიც, რომელიც “მაკნატუნას” შეასრულებს.

ქუთაისის მერიაში ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის საახალწლო სამზადისი და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დეტალები კი ცნობილი მოგვიანებით გახდება. 

გორის ქალთა კამერული გუნდი, ორთვიანი ევროპული ტურნეს ფარგლებში, ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *