პატარა, ქუთაისელ პიანისტს, ლიზი მეგრელიშვილს

პარიზში მოუსმინეს. საფრანგეთში ცნობილი ფრანგი მუსიკოსის და პროფესორის, მიშელ სონის ფონდის ” სოს ტალანტის ” ორგანიზებით, ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართა.  ფრანგი კომპოზიტორი ცნობილ ქართველ მუსიკოსთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად უკვე 20 წელია ახორციელებს ქართველი პიანისტების ხელშეწყობას მისივე დაარსებული საერთაშორისო ფონდის მეშვეობით.

პატარა მუსიკოსი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ. № 1 სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მე-4 კლასის მოსწავლა ( პედ: ხათუნა ჭოხონელიძე). ლიზი მეგრელიშვილმა ზაფხულზე, ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მიშელ სონის ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის მასტერკლასში, სადაც ფრანგი კომპოზიტორისა და ელისო ბოლქვაძის ფავორიტი გახდა. ამ გამარჯვებით, პატარა ქუთაისელი მუსიკოსი პარიზის კონცერტის მონაწილე გახდა.

პარიზის შემდეგ ლიზის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოუსმენენ. ის პორექტის “მუსიკალური გალერეა” – გზა კარნეგი ჰოლისკენ” ერთ-ერთი გამარჯვებულია. მან მეორე ადგილი და 50 პროცენტანი დაფინანსება მოიპოვა. ლიზი მეგრელიშვილი ამერიკაში 2019 წლის აპრილში გაემგზავრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *