მესხიშვილის თეატრში ალტერნატიული დასის შექმნა იგეგმება.

ამის შესახებ რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში საუბრისას მსახიობმა ენდი ძიძავამ განაცხადა. მსახიობი ალტერნატიული სივრცის გაკეთებაზე 2017 წელს მესხიშვილის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის არჩევისას განცხადა, თუმცა მსახიობს მაშინ ალტერნატული დასი არ გაუკეთებია.

“უხერხულად ჩავთვალე სხვა სივრცეში გასვლა. ეს რაღაც მომენტში მაშინ ცხელ გულზე გაკეთებული განცხადება იყო. სხვა სივრცეში გასვლა იქნება ჩემი თეატრის ღალატი. რატომ უნდა გავიდე ჩემი თეატრიდან? გადავწყვიტე მაშინ, რომ უნდა ვადროვოთ ამ ადამიანს საქმე აკეთოს. აკეთებს კიდეც და თვლის, რომ ძალიან კარგად არის ყველაფერი. “- განაცხადა ენდი ძიძავამ.

მსახიობი ამბობს, რომ ალტერნატიული დასი არა ცალკე არამედ უკვე მესხიშვილის თეატრშივე ამოქმედდება. ამის გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო.

“ერთი-ორი კვირაა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ალტერნატიული გუნდი ამოქმედდეს მესხიშვილის თეატრში. პირველად ვახმოვანებ ამას ასე საჯაროდ. ამ საკითხზე სამხატვრო ხელმძღვანელთან ჯერ არ მქონია საუბარი და ვფიქრობ პრობლემა არ მექნება. უკვე მინდა ავამოქმედო ჩემი პროგრამის რაღაც ნაწილი, რომელიც რეჟისორების მოწვევას გულისხმობს. პირველი ვინც უნდა ჩამოსულიყო ჩემი პროგრამიდან მიშა ჩარკვიანი იყო, მაგრამ ის ჩემი მეგობრის პროექტით ჩამოვიდა. მიშას შემდეგ ჩამოვა ერთ-ერთი სერიოზული და საკმაოდ საინტერესო რეჟისორი და მასთან ერთად ერთი ვარსკვლავი, რომელიც ჩვენს სივრცეში სერიოზულ მასალაზე იმუშავებს”,- განაცხადა ენდი ძიძავამ.

შეგახსენებთ, ენდი ძიძავა 2017 წელს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატი კოტე აბაშიძესთან და კიდევ 4 მსურველთან ერთად იყო. კულტურის სამინისტრომ მაშინ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად კოტე აბაშიძე შეარჩია.

ფოტო: მესხიშვილის თეატრის ოფიციალური გვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *