ჭიათურის მერიის ინფორმაციით, კაცხის სვეტის

მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. კერძოდ, დაგეგმილია ისტორიული ძეგლის მისასვლელთან შიდა ეზოს მოწესრიგება, საფეხმავლო ბილიკების, გარე განათებისა და პარკინგის მოწყობა.

” საკითხის შესახებ კაცხის სვეტთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიგა კაციამ, ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტთან,მეუფე დანიელთან და ადგილობრივ სამღვდელოების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს. ამჟამად კაცხის სვეტთან სასულიერო პირთა საცხოვრებელი კელიების მოწყობა მიმდინარეობს.”- წერია ჭიათურის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სვეტზე არსებული ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2007 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დაიწყო. კაცხის სვეტზე ასვლა აკრძალულია. გამონაკლის შემთხვევებში, ადგილობრივი ბერების ლოცვა-კურთხევით, სვეტზე მხოლოდ მამაკაცების ასვლაა შესაძლებელი.

სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში მდებარეობს. 

ფოტო: ლევან ნიორაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *