48 წლის ასაკში, ჰიპ ჰოპ არტისტი აკაკი ბაბუნაშვილი,

იგივე “შავი პრინცი” გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად თირკმელთან დაკავშირებული პრობლემა სახელდება.

“შავმა პრინცმა” მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო და ის ქართული რეპ ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი იყო.

ბოლოს მან  ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სიმღერისთვის “აფრენს ის”” კლიპი გადაიღო.  კლიპის პრემიერა რამდენიმე დღეში უნდა ყოფილიყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *