საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა იმერეთში

ვიზიტი ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაასრულა. ის სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მისივე განცხადებით ქუთაისს დიდი პოტენციალი გააჩნია და ქალაქმა კულტურული დედაქალაქის სტატუსი უნდა დაიბრუნოს. 

“ნაწილობრივ ვიცნობდი ქალაქს. მინდოდა კიდევ სხვა კუთხით დამენახა. მე ვთვლი, მარტო ჩემი აზრი არ არის, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქუთაისს. მაგრამ გააჩნია, თუ კი დავინახავთ სად არის ეს პოტენციალი. ხშირად ჩვენ ვუყურებთ საკითხებს ნაწილ-ნაწილ და არა მთლიანობაში. მთლიანობაში აქვს ქუთაისს ძალიან დიდი პოტენციალი. ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი და ქუთაისი თავისი ყველა უბნით და არა მხოლოდ იმ ცენტრით, რომელშიც ჩამოვდივართ. მე მჯერა,რომ აქ არის ბევრი მიმართულება, რომელიც შეიძლება იყოს გაძლიერებული და გეტყვით. პირველ რიგში იმას დავუბრუნდები, რომ საარჩევნო პერიოდში ვაცხადებდი, რომ ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს კულტურის დედაქალაქის სტატუსი. ეს არის, იყო და იქნება.”- განაცხადა პრეზიდენტმა.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *