კულტურა
"ფრანგი მოგზაურები ქუთაისის შესახებ" - ქალთა კლუბმა სულხან კუპრაშვილს უმასპინძლა
ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისათვის" არსებული ქუთაისის "ქალთა კლუბის" ორგანიზებით მორიგი ღონისძიება დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში გამართა. ამჯერად კლუბმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს,ისტორიკოს, სულხან კუპრაშილს უმასპინძლა, რომელმაც საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: "ფრანგი მოგზაურები ქუთაისის შესახებ".

"წლევანდელი წელი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს ეძღვნება. ჯერ კიდევ ჩვენი კლუბის ზუგდიდში ყოფინსას, ერთ-ერთ ღონისძებაზე, გამოითქვა სურვილი, რომ ქართულ- ფრანგული ურთირთობების შესახებ გაკეთებულიყო ღონისძიება და ამ ფორმატში ერთ-ერთი ღონისძიების ავტორი ყოფილიყო სულხან კუპრაშვილი. ის საუბრობს მნიშვნელოვან ისტორულ მოვლენებზე. თუ რა განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს საფრანგეთთან. ჩემთვის, როგორც ფრანკოფონსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკითხი თუ როგორ ვითარდებოდა ქართულ-ფრანგული ურთიერთბები."- განაცხადა "ქალთა კლუბის" ხელმძღვანელმა ასმათ გოგატიშვილმა. 


"რამდენიმე ლექცია მაქვს ჩატარებული "ქალთა კლუბში" და მიხარია , რომ ისევ მომიწია. ფრანგული ცნობები ქუთისის შესახებ ცოტაა. გაცილებით უფრო ბევრია ესპანური, იტალიური, ბერძნული ცნობები. თუმცა  ფრანგულ სხვაგვარადაა დანახული ქუთაისი. აღასანიშნავია, რომ 1120 წელს პირველი ფრანგი, რომელიც ქუთაისშ ჩამოვიდა, იყო ბოლდუინ მეორე, რომელსაც დავით აღმაშენებლისათვის დახამრება უთხოვია სამხედრო საქმეში. ყველაზე ცნობილი ფრანგი, რომელიც ქუთაისში იმყოფებოდა და პირველხარისხოვანი ცნობები ქალაქის შესახებ მოგვცა იყო ჟან შარდენი. ის ქალაქს 1672 წლის 31 დეკემბერს ეწვია და მან მოგვცა ქალაქის აღწერილობა, თუმცა მას არ უნახავს ბაგრატის ტაძარი." - აღნიშნა სულხან კუპრაშვილმა. 


2019 წელი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს ეძღვნება და კლუბი ამ მიმართულებით მომდევნო თვეში ისევ გამართავს ღონისძიებას. 





FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, მთავარი საახალწლო ნაძვის
15:31 / 05.12.2019
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, მთავარი საახალწლო ნაძვის
ქუთაისში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს 21 დეკემბერს გაანათებენ.
ქალაქის მთავარი ნაძვის
12:37 / 05.12.2019
ქუთაისში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს 21 დეკემბერს გაანათებენ. ქალაქის მთავარი ნაძვის
ქუთაისში საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისათვის 37
ათასი
11:57 / 05.12.2019
ქუთაისში საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისათვის 37 ათასი
ქუთაისში ნუმიზმატიკური ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე
11:42 / 05.12.2019
ქუთაისში ნუმიზმატიკური ნიმუშების გამოფენა მოეწყობა. გამოფენაზე
ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრსა და მესხიშვილის
თეატრს შორის
13:56 / 04.12.2019
ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრსა და მესხიშვილის თეატრს შორის
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -1 - 6 °C
img
ქუთაისი 0 - 11 °C
img
ბათუმი 4 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019
ქუთაისში ევროპაში წარმატებით მოღვაწე ტენორი, ირაკლი კახიძე, იმღერებს
ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი, ევროპის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე
00:04 / 01.12.2019