ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისათვის” არსებული ქუთაისის

“ქალთა კლუბის” ორგანიზებით მორიგი ღონისძიება დიმიტრი ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში გამართა. ამჯერად კლუბმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს,ისტორიკოს, სულხან კუპრაშილს უმასპინძლა, რომელმაც საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: “ფრანგი მოგზაურები ქუთაისის შესახებ”.

“წლევანდელი წელი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს ეძღვნება. ჯერ კიდევ ჩვენი კლუბის ზუგდიდში ყოფინსას, ერთ-ერთ ღონისძებაზე, გამოითქვა სურვილი, რომ ქართულ- ფრანგული ურთირთობების შესახებ გაკეთებულიყო ღონისძიება და ამ ფორმატში ერთ-ერთი ღონისძიების ავტორი ყოფილიყო სულხან კუპრაშვილი. ის საუბრობს მნიშვნელოვან ისტორულ მოვლენებზე. თუ რა განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს საფრანგეთთან. ჩემთვის, როგორც ფრანკოფონსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკითხი თუ როგორ ვითარდებოდა ქართულ-ფრანგული ურთიერთბები.”- განაცხადა “ქალთა კლუბის” ხელმძღვანელმა ასმათ გოგატიშვილმა. 

“რამდენიმე ლექცია მაქვს ჩატარებული “ქალთა კლუბში” და მიხარია , რომ ისევ მომიწია. ფრანგული ცნობები ქუთისის შესახებ ცოტაა. გაცილებით უფრო ბევრია ესპანური, იტალიური, ბერძნული ცნობები. თუმცა  ფრანგულ სხვაგვარადაა დანახული ქუთაისი. აღასანიშნავია, რომ 1120 წელს პირველი ფრანგი, რომელიც ქუთაისშ ჩამოვიდა, იყო ბოლდუინ მეორე, რომელსაც დავით აღმაშენებლისათვის დახამრება უთხოვია სამხედრო საქმეში. ყველაზე ცნობილი ფრანგი, რომელიც ქუთაისში იმყოფებოდა და პირველხარისხოვანი ცნობები ქალაქის შესახებ მოგვცა იყო ჟან შარდენი. ის ქალაქს 1672 წლის 31 დეკემბერს ეწვია და მან მოგვცა ქალაქის აღწერილობა, თუმცა მას არ უნახავს ბაგრატის ტაძარი.” – აღნიშნა სულხან კუპრაშვილმა. 

2019 წელი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებს ეძღვნება და კლუბი ამ მიმართულებით მომდევნო თვეში ისევ გამართავს ღონისძიებას. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *