კულტურა
გამორჩეული ქალების მემორიალური დაფა და გაცოცხლებული ისტორიები
ქუთაისში 8 მარტთან დაკავშირებით მსვლელობა მოეწყო, რომელიც გამორჩეული ქუთაისელი ქალების მემორიალური დაფის გახსნით დასრულდა. მსვლელობა ქუთაისის ოპერის თეატრიდან დაიწყო და საბოლოოდ მესამე სკოლის, ყოფილი გიმნაზიის შენობის წინ გადაინაცვლა. 5-მა სპიკერმა ქალმა 5 გამოჩენილი ქალის ისტორია მოუთხრო მსმენელს, რომელთა შორის არიან ვერიკო ანჯაფარიძე, ოლია ოკუჯავა, მინადორა ორჯონიკიძე და ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე.

"წარვადგინე ქრისტინე (ჩიტო) შარაშენიძე. ვფიქრობ, რომ ის იყო ერთ-ერთი პროგრესულად მოაზროვნე ქალი იმ ქალბატონებს შორის, რომლებიც ერთი საუკუნის წინ სათავეში უდგნენ ფემინისტურ მოძრაობას. ქრისტინე შარაშენიძე იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოს წევრი. ფაქტობრივად, ის ყველა საზოგადოებრივ აქციაში იყო ჩართული და ჰქონდა ძალიან პროგრესული მიზნები და მოსაზრებები,"-განაცხადა ჟურნალისტმა თათა კაჭკაჭიშვილმა.

მესამე სკოლის წინ, ახლადგახსნილ მემორიალურ დაფაზე 15 გამოჩენილი ქალის სახელი და გვარია დატანილი. ესენი არიან: ვერიკო ანჯაფარიძე, ანა კალანდაძე, თამარ წერეთელი, მინადორა ორჯონიკიძე, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, მარიამ ყაუხჩიშვილი, კატო მიქელაძე, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი, ნინო ტყეშელაშვილი, გოგუცა კუპრაშვილი, თამარ ბოლქვაძე, ფატი გოკიელი, თამარ გოკიელი, ოლია ოკუჯავა, მერი დავითაშვილი.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი შეუერთდნენ.

"მინდა, ყველა ქალბატონს მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო წარმატება და გაძლიერება, რაც ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უკეთესს მომავალს. ამ ქალბატონებს ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,"-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პრემიერები, ფესტივალი და უამრავი სტუმარი. ქუთაისის
20:20 / 19.07.2019
პრემიერები, ფესტივალი და უამრავი სტუმარი. ქუთაისის
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიული
13:04 / 19.07.2019
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის
პროფესიული
14:24 / 18.07.2019
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების
17:41 / 17.07.2019
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების
ქუთაისელი რეჟისორის მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი
16:31 / 17.07.2019
ქუთაისელი რეჟისორის მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი "ჰეკაბე" რუსთაველის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 20 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 28 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019